
მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“
28 ნოემბერი,2014
2014 წლის 28-29 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ავთანდილ ღელაღუტაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი მერაბ ბერიძე, გორის უნივერსიტეტის პროფესორები ელდარ მამისთვალიშვილი და კლარა ელჩიბეგაშვილი.
პლენარულ სხდომაზე წაკითხულ იქნა გორის უნივერსიტეტის პროფესორების გიორგი სოსიაშვილის, რუიზან მექვაბიძის, ელდარ მამისთვალიშვილისა და იოსებ ჭუმბურიძის მოხსენებები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 175 მოხსენება შემდეგ სექციებში: განათლება, მათემატიკა და ინფორმატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ბიზნესი და ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებანი და სამართალი, ფილოლოგია, ისტორია.