მეთექვსმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

15 დეკემბერი,2023

2023 წლის 15 დეკემბერს ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეთექვსმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და მეცნიერება ციფრულ ეპოქაში: გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი. უნივერსიტეტის რექტორმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და უსურვა წარმატებები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდდნენ და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ მურალოვამ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა, გორის სახელწმიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მურად მთვარელიძემ და ოთარ ჯანელიძემ, აგრეთვე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვლადიმერ წვერავამ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და პოლონეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები. კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 102 ავტორის/თანაავტორის 80 მოხსენება 7 სექციაში: ისტორიის, ფილოლოგიის, სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის, ბიზნესისა და ეკონომიკის, განათლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა