მეთვრამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
24 დეკემბერი,20252025 წლის 24 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეთვრამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ინოვაციური განათლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.
კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა კონფერენციაში ჩართულ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და მათ ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ:
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კვერნაძე;
რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი;
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.
კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი იყო 80-მდე სამეცნიერო მოხსენება.
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში:
ისტორია
ფილოლოგია
განათლება
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მათემატიკა და ინფორმატიკა
სოციალური მეცნიერებები და სამართალი
ბიზნესი და ეკონომიკა.