საახალწლო სტუდენტური კონცერტი
25 დეკემბერი,2025მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საახალწლო სტუდენტური კონცერტი.
ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს გაწეული შრომისა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი დღესასწაულები და უსურვა შემდგომი წარმატებები.
მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვეს:
რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა;
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ;
განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ.
საახალწლო კონცერტის ფარგლებში წარმოდგენილი ქართული ცეკვისა და საესტრადო სიმღერის ნომრები შესრულდა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ, რომლებმაც მაღალი შემოქმედებითი დონითა და პროფესიონალიზმით დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურეს.
ქორეოგრაფიული დასის წევრები: მარიამ შერაზადიშვილი, ქეთევან ლიმიძე, ლალი დარბუაშვილი, მარიამ ღონენაშვილი, მარიამ აზნაიფარაშვილი, მარიამ ნინიაშვილი, ანა პაპიტაშვილი, გვანცა ტიელიძე, თეონა კლდიაშვილი, სოფო ქენქაძე, მარიამ ხანიშვილი, ნუცა პაპუკიშვილი, ანი სუხიტაშვილი, დავით კოკოშვილი, გიორგი ბორცვაძე. ხელმძღვანელი, ნინო აფრიამაშვილი;
მუსიკალური ნომრები შესარულეს: ნუცა ბირთველიშვილმა, ნატალი გრიგალაშვილმა, ნინო მექვაბიძემ, ვლადიმერ თოთლაძემ, სალომე მექვაბიძემ, ნეა მარკოზაშვილმა, ლუკა ფეხშველაშვილმა, ცოტნე ღარიბაშვილმა. ხელმძღვანელი, თეა ქიტიაშვილი.
ღონისძიების წამყვანი, მამუკა ნადირაძე.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს დამდეგ ახალ წელს და უსურვებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და შემდგომ წარმატებებს!