მიცვალებულის ფიქალით ნაგები სამარხი

06 ივნისი,2017

სოფ. ტინისხიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ადგილ ,,გრძელეებში“, სოფლიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრში აღმოჩნდა მიცვალებულის ფიქალით ნაგები სამარხი, რომელიც დაზიანებული იყო მელიის სოროსაგან. სოროდან გადმოყრილ მიწაში აღმოჩნდა კერამიკული სარკოფაგის სახურავის ფრაგმენტი.
სპეციალისტთა აზრით, ის გარემოება, რომ მსგავსი ნიშნები სამარხის გვერდზეც ჩანს, მიუთითებს ამ ადგილას სამაროვანის არსებობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, განვითარებულ ფეოდალურ ხანას უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ჩანს ადრეფეოდალური ხანის ელემენტებიც.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ადგილის სიახლოვეს ადრეც აღმოჩნდა ფეოდალური ხანის ნასოფლარი, შენობათა საძირკვლის ფრაგმენტები, წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ქვევრებისა და თონეების ფრაგმენტები და სხვ.
სამარხი ადგილზე მოინახულეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა, ისტორიის დოქტორმა, არქეოლოგმა გიორგი მინდიაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ავაზნელმა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა