პოლონეთის დელეგაცია

23 მარტი,2016

23 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია პოლონეთის დელეგაცია, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, პოლონეთისა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იან ჯიეჩიჩაკი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის დირექტორი იან მალიცკი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი და ასევე გორის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ბატონი დავით ყოლბაია, პოლონეთის სალეჩოს და ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
შეხვედრა შედგა გორის უნივერსიტეტში გახსნილ ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრში. სადაც გამოფენილია უნივერსიტეტში დაცული პოლონური რარიტეტული ფონდი. გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის დირექტორმა იან მალიცკიმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. რომელიც ითვალისწინებს ყოველ წელს გორის უნივერსიტეტიდან 7 წარმატებული სტუდენტის მიღებას ვარშავის უნივერსიტეტში. ასევე, გორის უნივერსიტეტს გადაეცემა 10 000 წიგნი, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს პოლონური ენის და კულტურის უკეთ შესავლაში. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს გორის და ვარშავის უნივერსიტეტის შემდგომ თანამშრომლობას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა