
პრეზენტაცია პირდაპირი გაყიდვების სტრუქტურასა და არსზე
02 აპრილი,20142 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ კოსმეტიკური კომპანია AVON- ის წარმომადგენლები. რეგიონალური გაყიდვების მენეჯერმა თამაზ შენგელიამ სტუდენტებისთვის გამართა პრეზენტაცია პირდაპირი გაყიდვების სტრუქტურასა და არსზე, კომპანია AVON- ში დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებაზე პირდაპირი გაყიდვების ტექნიკის გამოყენებით.
დასასრულს გაიმართა წამახალისებელი ლატარია. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ საჩუქრები.