პრეზენტაცია სამშობლოსმცოდნეობა

27 თებერვალი,2025

გორის სახელმწიფო უნუვერსიტეტში გაიმართა საგანმანათლებლო პროექტის "სამშობლოსმცოდნეობა" პრეზენტაცია.
პროექტის მიზანია ქართული იდეის (ღმერთი, სამშობლო, ადამიანი) გაღვივება მოსწავლე-ახალგაზრდებში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ბადრი გასპაროვი, გორისა და ატენის ეპარქიის სასულერო პირები, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გიორგი ბერძნიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები და პედაგოგები.
სახელმძღვანელო კურსი „სამშობლოსმცოდნეობა“ შედგენილია სტუდია " გუთნის" დოკუმენტური ფილმებისა და "ქართლის ცხორების მითიური სუნთქვის“ მიხედვით.
შეხვედრას უძღვებოდა სტუდია „გუთნის“ დამფუძნებელი, პროექტის ავტორი ლექსო გელაშვილი.
პრეზენტაციის დასარულს გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც დამსწრეებმა გამოთქვეს მოსაზრება, განხილული საკითხების ირგვლივ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სასურველია აღნიშნულ პროექტში მოხდეს მოსწავლე-ახალგაზრდების მეტი ჩართულობა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

თანამშრომლობის მემორანდუმი

სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის...

01 მაისი, 2026 სრულად ნახვა

სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება

მიმდინარე წლის 27 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

27 აპრილი, 2026 სრულად ნახვა