
პრეზენტაცია
28 სექტემბერი,2017
28 სექტემბერს, გორის უნივერსიტეტში გაიმართა წიგნების - ოსური ენის გრამატიკისა და ქართულ-ოსურ-რუსულ-ინგლისური და ოსურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური სასაუბროს პრეზენტაცია.
ლექსიკონების შემდგენელი და მთავარი რედაქტორი, ქალბატონი ნაირა ბეპიევია. ლექსიკონების გამოცემაზე მუშობდნენ ქართველი და ოსი მეცნიერები; მთარგმნელები თბილისიდან და ცხინვალიდან. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქართულ-ოსურ ენასა და ურთიერთობებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და საზოგადოების დაინტერესებული პირები, სტუდენტები. პრეზენტაციაზე კომენტარები გააკეთეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.