პროფესორ-მასწავლებელთა და საჯარო სკოლების მასწავლებელთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია

20 ივნისი,2014

2014 წლის 20 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და შიდა ქართლის საჯარო სკოლების მასწავლებელთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. კონფერენციაზე 23 მოხსენება იყო წარმოდგენილი შემდეგ სექციებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და კომპიუტერული ტექნოლოგიები, ბუნებისმეტყველება, განათლება, ისტორია. კონფერენციაში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობდნენ გორის მეორე, მეშვიდე და მერვე საჯარო სკოლების, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქიწნისის, ახალდაბის, ატენის, არბოს, ზემო ხვითის, ფხვენისის, ტინისხიდის, ახალხიზის საჯარო სკოლების, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის #2 საჯარო სკოლის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - რუისის #3 და ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლების მასწავლებლები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა