
პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია
29 ივნისი,20232023 წლის 29 ივნისს ჩატარდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, პროფესორებმა ოთარ ჯანელიძემ და მურად მთვარელიძემ, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ყაზიშვილმა.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 38 ავტორის/თანაავტორის 34 მოხსენება შემდეგ სექციებში: „ლიტერატურა“, „ლინგვისტიკა“, „ისტორია“, „განათლება“, „მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სპორტი“, „ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებები, სამართალი და საჯარო მმართველობა“.