ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი

17 აპრილი,2026

17 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
ასოცირებულმა პროფესორმა ანა იმნაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ენა და სახელმწიფოებრივი იდენტობა“. მომხსენებელმა ისაუბრა ქართული ენის, როგორც სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და ეროვნული კონსოლიდაციის უმთავრესი ფაქტორის შესახებ. ლექციის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა ენის როლზე ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესში.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან, მამა ანტე იოზიჩთან

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, უნივერსიტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა გიორგი...

10 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა

სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის...

31 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა