„რა? სად? როდის?“

12 მაისი,2017

სტუდენტური დღეები 2017-ის ფარგლებში 11 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, სადაც მონაწილეობა მიიღო 9 გუნდმა. გამარჯვებული გუნდი გახდა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის გუნდი „გორი უნი“, კაპიტანი მარიამ მასურაშვილი. თამაშს ესწრებოდა რექტორი ბატონი გიორგი სოსიაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ხორბალაძე. თამაშის ბოლოს რექტორმა თამაშის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცა თავისი წიგნები და უსურვა წარმატებები. გამარჯვებულ გუნდს ასევე უნივერსიტეტისაგან გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა