რექტორის ანგარიში

30 დეკემბერი,2015

2015 წლის 29 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარდგა. მან ისაუბრა 2015 წელს განხორციელებულ რეფორმებსა და ღონისძიებებზე, წარმოადგინა უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგია. მოხსენებაში აქცენტი გაკეთდა შემდეგ პრიორიტეტებზე: პროგრამული ცვლილებები, საერთაშორისო პროექტები და პროგრამები, სტუდენტთა დაფინანსების სისტემა, სტიპენდიები, პროფესორ-მასწავლებელთა წახალისებისა და საგრანტო სისტემა, კვლევები, ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაცია, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, კულტურა, სპორტი და სხვ. რექტორმა მადლიერებით მოიხსენია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნივერსიტეტისათვის საერთო საცხოვრებლის სარეაბილიტაციოდ გაწეული დახმარებისათვის.
დასასრულს რექტორმა დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა