რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან
21 ნოემბერი,2024მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სასწავლო პროცესის, მოახლოებული შუალედური გამოცდების, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და სიახლეების განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადმინისტრაციის ხელმძრვანელი დავით კვერნაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი, საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ახალბედაშვილი და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ქეთევან ვარდოშვილი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.