
რექტორის შეხვედრა
06 იანვარი,2015
2015 წლის 6 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი ფაკულტეტების დეკანებს, უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელს და ფაკულტეტების ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა, მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და უსურვა შემდგომი წარმატებები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის მიერ წლიური ანგარიშების მომზადებას. ასევე განხილულ იქნა მიმდინარე სამუშაო გეგმები, წამოყენებულ იქნა წინადადებები 2014-15 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდების ორგანიზებულად ჩასატარებლად.