საჯარო დისკუსია

06 მარტი,2015

6 მარტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა მოაწყო საჯარო დისკუსია ,,ჩვენ ამას შევძლებთ“ მრგვალი მაგიდის ირგვლივ ქალთა მონაწილეობით.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ქალთა მიერ გაწეული სამუშაოსა და პროფესიული განვითარების აღიარებასა და მათ წახალისებას მრავალმხრივი პროფესიული განვითარებისაკენ.
შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთი ელჩი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკური, საინფორმაციო და ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელები. სამხედრო, საჰაერო და პოლიციის ოფიცრები. აღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა