საჯარო ლექცია და წიგნის პრეზენტაცია

06 ოქტომბერი,2018

2018 წლის 6 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლების: პროფესორ ვლადმიერ სულეიას და პროფესორ ტადეუშ ვოლშას საჯარო ლექცია და წიგნის პრეზენტაცია (ქართულ ენაზე) მარშალ იუზეფ პილსუდსკის მოღვაწეობის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ენჩი, ბატონი მარიუშ მაშკიევიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები.

შეხვედრა გახსნა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მიმოიხილა ქართულ-პოლონური ურთიერთობები, ყურადღება გაამახვილა გორის უნივერსიტეტის ურთიერთობებზე პოლონეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და აღნიშნა, რომ სამომავლოდ არა ერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება პოლონელ პარტნიორებთან ერთად. შეხვედრის შემდეგ ნაწილში პროფესორმა ვლოდიმეჟ სულეიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მარშალ იუზეფ პილსუდსკის მოღვაწეობის შესახებ, ეს ინფორმაცია მისი ავტორობით ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნშია თავმოყრილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა