საჯარო ლექცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ

16 ნოემბერი,2016

2016 წლის 16 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი იოსებ ალიმბარაშვილი, ფაკულტეტის პროფესორები: გიორგი გოგოლაშვილი, ვიანორ ახალაია, მარიამ კობერიძე, მამუკა ჯოლბორდი და ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები იმყოფებოდნენ სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ მუზეუმში, სადაც ბატონმა გიორგი გოგოლაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ.
ბატონმა გიორგიმ ვრცლად ისაუბრა იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის ფართო საზოგადოებისათვის უცნობ ასპექტებზე, მისი ნაშრომებისა, და, განსაკუთრებით ,,დედა-ენის“ მნიშვნელობაზე, იმ უახლოეს მიზნებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რასაც იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება აპირებს მწერლის უკვდავსაყოფად.
ლექციას, გარდა პროფესორებისა და სტუდენტებისა, ესწრებოდნენ სოფ. ვარიანის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ქეთევან მეგრელიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა დავითიძე და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა