
საჯარო ლექცია
14 ნოემბერი,201413 ნოემბერს 13 საათზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა კონსტანტინე ზ. გამსახურდიას საჯარო ლექცია, სადაც მოეწყო წიგნების „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდას საქმე“, ზვიად გამსახურდიას პოემის „კოსმიური წირვა“ და კონსტანტინე ზ. გამსახურდიას მიერ თარგმნილი და „ყვავილების წიგნად“ შეკრული პრერაფაელიტური პოეზიის ნიმუშების პრეზენტაცია.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა სტუდენტებისთვის.
ლექციას ესწრებოდნენ გორის ნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მსწავლებლები და სტუმრები ქალაქიდან.
საზოგადოების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის ფაქტმა და კომისიის მუსაობის შედეგებმა.
ლექცია დისკუსიით დასრულდა.