საჯარო ლექცია

30 მაისი,2017

მიმდინარე წლის 30 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონ ანდჟეი დუდამ საჯარო ლექცია.
პრეზიდენტ დუდას თქმით, პოლონურ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებულია. ამ კონტექსტში მან ისაუბრა მე-19 საუკუნეში არსებულ მჭიდრო კავშირებზე ქართველებსა და პოლონელებს შორის და აღნიშნა, რომ გადასახლებული პოლონელები საქართველოში პოულობდნენ მეორე სახლს, ხოლო ქართველები აქტიურად მსახურობდნენ პოლონურ ჯარში.
მან ისაუბრა პოლონეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ ეს გრძელი გზა მოითხოვს ძალიან დიდ მუშაობას შიდა რეფორმების გატარებისა და ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიმართულებით.
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონ ანდჟეი დუდას საჯარო ლექციაზე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. პრეზიდენტ დუდასთან შეხვედრისას ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა მას საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ისაუბრა გორის უნივერსიტეტს და პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთკავშირზე და საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნი "მავთულხლართი", რომელიც რამდენიმე ხნის წინ ითარგმნა პოლონურ ენაზე და უკვე ხელმისაწვდომია პოლონელი მკითხველისთვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა