
საჯარო ლექცია
22 მაისი,201822 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია სტამბოლის კონვენციისა და კვოტირების მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, გიორგი ხატიაშვილი; სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანა კვაჭაძე და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნინა ხატისკაცი სტუდენტებს შეხვდნენ და გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე ისაუბრეს.