საჯარო ლექცია

29 მაისი,2018

2018 წლის 28 მაისს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეთათვის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე: ,,ჩრდილო კავკასიელი ხალხების ბრძოლა რუსული კოლონიალიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნეში და საქართველო“, ჩაატარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა იოსებ ალიმბარაშვილმა.
მომხსენებელმა დაახასიათა რუსული კოლონიალიზმის არსი და ბუნება, მისი საერთო კავკასიური პოლიტიკა და პერიოდიზაცია. ვრცლად ისაუბრა XIX საუკუნეში ჩრდილო კავკასიელი ხალხების, და მისი ლიდერების: შეიხ იმამ-მანსურის, ყაზი-მოლას, ჰამზატ-ბეგის და, განსაკუთრებით შამილის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობისა და ცალკეული ბრძოლების შესახებ. ამ ბრძოლაში ქართველთა მონაწილეობის მიზეზებზე და შედეგებზე. დამსწრეთ გააცნო ამ ბრძოლათა უშუალო მონაწილეების მემუარები და დოკუმენტური მასალა, როგორ იყო ეს მოძრაობა წარმოჩენილი საბჭოთა ისტორიოგრაფიაში
შეხვედრის დასასრულს, მომხსენებელმა ამომწურავი პასუხი გასცა დამსწრეთა შეკითხვებს.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა