საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

04 ოქტომბერი,2017

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია "გზა ევროინტეგრაციისაკენ“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სწავლების მესამე წლის სტუდენტებმა მარიამ ყულუმბეგაშვილმა მოხსენებით - „ევროინტეგრაცია-ტურიზმის განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში“ და ნანა თენაძემ - „საქართველო - მსოფლიოს პერსპექტიული ენოტურისტული რეგიონი“. სტუდენტებს ხელმძღვანელობა გაუწია ასოცირებულმა პროფესორმა მაია აზმაიფარაშვილმა. მონაწილეებს გადაეცათ  ორენოვანი სერტიფიკატები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა