საინფორმაციო შეხვედრა „DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები 2019-2020“

05 ივნისი,2018


5 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გებჰარდ როილი. საინფორმაციო შეხვედრაზე ბატონმა გებჰარდ როილმა და გორის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ქალბატონმა ლელა მახვილაძემ წარმოადგინეს DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები 2019-2020 სასწავლო წლისათვის. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლით და კვლევით დაინტერესებული სტუდენტები, მაგისტრანტები, პროფესორ-მასწავლებლები, ასევე გორისა და ქარელის რაიონის საჯარო სკოლების უფროსკლასელები. საიფორმაციო შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. პრეზენტაცია გაიმართა გერმანულ ენაზე თარგმანის თანხლებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა