საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი

14 აპრილი,2020

მიმდინარე წლის 14 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD).
შეხვედრა გაიმათა ონლაინ ფორმატში პროგრამა zoom-გამოყენებით, რომელსაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე შიდა ქართლის რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონული ათი უნივერსიტეტი და ევროპელი პარტნიორები ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში, ასევე ჩართულები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

„Erasmus+“-ის პროექტის RURD-ის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა