საინფორმაციო შეხვედრა

12 ნოემბერი,2014

     
2014 წლის 7 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრებმა   წარმოადგინეს პრეზენტაცია ერაზმუს მუნდუსის მობილობის პროგრამა “Humeria”-ს შესახებ.
ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა “Humeria“ აცხადებს კონკურსს სტუდენტების, მკვლევრებისა (Postdocs) და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
1. ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
2. ბრატისლავას საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია, სლოვაკეთი
3. ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი, რუმინეთი
4. გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
5. ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი
6. მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი
7. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
8. იასის ხელოვნების უნივერსიტეტი, რუმინეთი

პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:
ბაკალავრი - 1000 ევრო
მაგისტრანტი - 1000 ევრო
დოქტორანტი - 1500 ევრო
პოსტდოქტორანტი - 1800 ევრო
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი - 2500 ევრო

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
- მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მესამე სამიზნე ჯგუფზე (TG3));
- პირველი კურსის ბაკალავრებს.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 23 დეკემბერი.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა