საიტის - www.geocareer.ge-ს პრეზენტაცია

21 ნოემბერი,2016

2016 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, შპს „ჯეოკარიერ“-ის ორგანიზებით ჩატარდა საიტის - www.geocareer.ge-ს პრეზენტაცია.
შპს „ჯეოკარიერ“-ის მთავარი მისიაა დაეხმაროს როგორც დამსაქმებლებს, ასევე სამუშაოს მაძიებელ პირებს და ხელი შეუწყოს მათ პოზიტიურ თანამშრომლობას.
პრეზენტაციას დაესწრნენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თურქეთისა და ირანის საკონსულოებისა და დიასპორების, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ბიზნესმენები საქართველოდან და თურქეთიდან.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. მან ხაზი გაუსვა თურქეთელი ქართველების როლს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, აგრეთვე, კონკრეტულ შემთხვევაში, კომპანიის „ჯეოკარიერ“ დამფუძნებლის-ქალბატონი ნერიმან ალბაირაქის (Neriman Albayrak) მოღვაწეობას.
ისტორიული სამხრეთ საქართველოს, ტაოს მკვიდრი, თურქეთის მოქალაქის ნერიმან ალბაირაქის მიზანია თავისი წვლილი შეიტანოს სამშობლოს, საქართველოს განვითარებაში. მისი მცდელობით და ორგანიზებით შეიქმნა დასაქმებაზე ორიენტირებული საიტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული შრომის ბაზრის განვითარებას და ახალგაზრდების, მათ შორის, კურსდამთავრებულთა ღირსეულ დასაქმებას.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა