საიუბილეო ღონისძიება და საჯარო ლექცია

25 დეკემბერი,2015

24 დეკემბერს გორის უნივერსიტეტის იაკობ გოგებაშვილის სააქტო დარბაზში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის საიუბილეო ღონისძიება და საჯარო ლექცია თემაზე "როგორ იდევნებოდა საქართველოს ისტორია." სტუმარს მიესალმნენ და იუბილე მიულოცეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ. გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა, გორის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა, ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინე ცერცვაძემ,გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა ოთარ ჯანელიძემ და დავით ახლოურმა, შეხვედრაზე გორის უნივერსიტეტის სამაგსიტრო პროგრამის სტუდენტმა მარიამ შავდათუაშვილმა წაიკითხა პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ჩანახატი ‘ზოვრეთიდან წამოყოლილი მადლი“, რომელიც ეძღვნება ბატონ სერგო ვარდოსანიძეს და დაიბეჭდა გორის უნივერსიტეტის გაზეთის სპეციალურ, საიუბილეო ნომერში. შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
შეხვედრა დასრულდა, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ლექციით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა