
სამუშაო შეხვედრა
06 აპრილი,20152015 წლის 2 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის - #544191-Tempus-1-2013-1PT-JPCR („სასტუმროს მენეჯმენტი“) - ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელზეც განიხილეს „სასტუმროს მენეჯმენტის“ სასწავლო პროგრამის რეალიზაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავების საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი საფრანგეთის მხრიდან ქალბატონი მაგალ დუგასი. გორის უნივერსიტეტის ჯგუფმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის ზოგიერთი მუხლის შესაძლო გადაადგილებასთან და შესათანხმებელია პორტუგალიისა და საფრანგეთის კოორდინატორებთან.