საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები გორის უნივერსიტეტში

01 ივნისი,2021

მიმდინარე წლის 1 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის კოორდინატორი, ქალბატონი თათია მთვარელიძე და უმაღლესი განათლების და მეცნიერების დეპარტამენტის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი ზაზა მარუაშვილი. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო გორის უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის განთავსების საკითხის განხილვა.
2021 წლიდან საქართველოს 9 უმაღლეს სასწავლებელში ამოქმედდება ევროპული სივრცეები, რომლებშიც Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები განთავსდება. ეს სივცეები 2020 წელს უკვე მოეწყო 8 უნივერსიტეტში, 2021 წელს კი პროექტს შეუერთდება გორის უნივერსიტეტი, რაც რეგიონის სამეცნიერო საზოგადოებას ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოებს.
ევროპული სივრცის კედელზე შესრულდება სამეცნიერო თემატიკის კედლის მხატვრობა, რომელსაც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შეასრულებენ. მოხატვის პროცესში ჩატარდება მასტერკლასი გორის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისთვისაც.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ვორქშოფი

2026 წლის 13 იანვარს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში მცხოვრები...

13 იანვარი, 2026 სრულად ნახვა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა