საქველმოქმედო აქცია-კონცერტი

06 ივნისი,2014

2014 წლის 6 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტების თამარ ხიბლიშვილის, ნათია ბუჟღულაშვილის, თიკო კუდუხაშვილის და მედეა მელაძის ორგანიზებით ჩატარდა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი. კონტერში მონაწილეობა მიიღეს გორის უნივერსიტეტის შემოქმედებითი წრეების სტუდენტებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა. აქციაში აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა ორგანიზაციები: ლიბერთი ბანკის გორის ფილიალი, პროკრედიტ ბანკის გორის ფილიალი, კომპანია ჯეოსელი და ქართუ ბანკის თანამშრომლები.

აქცია დაიწყო გორის საკათედრო ტაძარში, სადაც ბავშვები დალოცა მამა გიორგიმ. კონცერტი გახსნა და სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც გამოთქვა სურვილი და მზაობა გორის უნივერსიტეტმა გაუკეთოს ორგანიზება „ზაფხულის სკოლას“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, კომპიუტერული პროგრამების შესასწავლად.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის #1 და #2 საჯარო სკოლების...

მიმდინარე წლის 3 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის #1 და #2 საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.

03 აპრილი, 2025 სრულად ნახვა

სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 2 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, თემაზე -„სწავლა-სწავლების და...

02 აპრილი, 2025 სრულად ნახვა