საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი

28 აპრილი,2017

 

მოხალისეობა

მოხალისეობა საქველმოქმედო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თითოეულ ადამიანს, რომელიც უსასყიდლოდ ეხმარება გაჭირვებულს, საზოგადოებაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
1994 წლიდან, მოხალისეობა საქართველოს კარიტასის სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. დღესდღეობით ორგანიზაციაში მოხალისეობის განვითარებას დიდი ყურადღება ენიჭება. მიუხედავად ამისა, საჭიროა მათი რაოდენობის გაზრდა, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. განვითარებული მოხალისეობა მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს კარიტასის ბენეფიციარებმა უფრო მეტი დახმარება მიიღონ, მოხალისეებმა განავითარონ უნარ-ჩვევები და საზოგადოების ცნობიერება ქველმოქმედების შესახებ გაიზარდოს.
საქართველოს კარიტასის მოხალისეები ჩართულნი არიან ისეთ პროგრამებში და პროექტებში, როგორებიცაა:

1. ბავშვების და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება
2.ჯანმრთელობის დაცვა
3.სოციალური ზრუნვა
4.განვითარების პროგრამა
5.ინსტიტუციური ადვოკატირების პროგრამა
6.საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება


მოხალისეების პროექტები:
 ტანსაცმლის დარიგების პუნქტი
 „წვნიანი უსახლკაროთათვის“
 „მზიანი ოთახი“ - ბავშვებთან შეხვედრა
 ზაფხულის საგანმანათლებლო ბანაკები.

„არავის შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ ყველას შეუძლია რამის გაკეთება“.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა