საქველმოქმედო ღონისძიება

01 ივნისი,2015

2015 წლის 1 ივნისს სტუდენტური დღეების ფარგლებში, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“, სადაც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბავშვები. ქველმოქმედებას შეუერთდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალიც.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები და ტორტი. დღევანდელ ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ქართუ ბანკისა და თიბისი ბანკის თანამშრომლებმა, ასევე ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა, კეძოდ ირინა ბერკეტაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები: მედეა მელაძე, თამარ ხიბლიშვილი, თიკო კუდუხაშვილი და ნათია ბუჟღულაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა