სასწავლო პროცესის დაწყება

19 სექტემბერი,2016

2016 წლის 19 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო. საზეიმო ცერემონიალზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა პირველკურსელებს. სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, გორის მერის თანაშემწემ შალვა ტლაშაძემ, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, 2016 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა.
მისალმების დასკვნითი ნაწილი სტუდენტებსათვის იყო სიურპრიზი - შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილთან, რომლემაც
ყველა პირველკურსელს გადასცა მისალოცი ბარათი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა