შეხვედრა აშშ-ს აღმოსავლეთ კაროლინის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

13 ივლისი,2022

მიმდინარე წლის 13 ივლისს გორის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა გორის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ გიორგი სოსიაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ კაროლინის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მელანი და ბენ ბეიკერ რობინსს შორის.
აღმოსავლეთ კაროლინის უნივერსიტეტი ახორციელებს გლობალური პარტნიორობის პროექტს განათლების მიმართულებით, რომელიც მოიცავს დაახლოებით 50 უნივერსიტეტს 30 ქვეყანაში. გორის უნივერსიტეტი იქნება პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ჩაერთვება აღნიშნულ პროექტში და მიიღებს მონაწილეობას კულტურათაშორის გაცვლით პროგრამაში (ონლაინ).

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა