შეხვედრა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასა (გვაზავა) და ახალგაზრდებს შორის
15 აპრილი,2026მიმდინარე წლის 15 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა მონაწილეობა მიიღო გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასა (გვაზავა) და ახალგაზრდებს შორის გამართულ შეხვედრაში. ბატონმა რექტორმა მადლობა გადაუხადა მეუფე ანდრიას მობრძანებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის დიალოგი მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ღირებულებითი ჩამოყალიბებისათვის.
სტუდენტებსა და მოსწავლეებთან საუბრისას, მეუფე ანდრიამ ყურადღება გაამახვილა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა:
ახალგაზრდების განათლება და სულიერი განვითარება;
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული გზა;
თანამედროვეობის აქტუალური გამოწვევები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები:
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - სიმონ გულედანი;
გორის მუნიციპალიტეტის მერი - კონსტანტინე ბუზალაძე;
გორის საკრებულოს თავმჯდომარე - მარლენ ნადირაძე;
მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები უშუალოდ მეუფე ანდრიასგან.