შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში
27 ნოემბერი,2025მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან.
შეხვედრას უძღვებოდნენ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ნინო ზურაბაშვილი, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანნა ცაგურია, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ხატია ჩიხლაძე.
ღონისძიების ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის თაობაზე და სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა შეკითხვები დასვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და სამართალწარმოების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეეუწყნარებლობის ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს.