შეხვედრა სტუდენტებთან

18 ნოემბერი,2014

18 ნოემბერს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ქალაქის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე, ქალაქ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა. შეხვედრას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძეც დაესწრო. სტუდენტებთან შეხვედრაზე ქალაქის მერმა, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში სტუდენტთა ჩართულობაზე, ახალგაზრდების მიერ პრიორიტეტული პროექტების 2015 წლის ბიუჯეტში შეტანაზე, ქალაქ გორში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ერთჯერად დაფინანსებაზე, დისტანციური სწავლის ცენტრის შექმნაზე ისაუბრა. მერის მრჩევლის შალვა ტლაშაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ქალაქის მასშტაბით, სამ ტერიტორიულ მონაკვეთზე WiFi- სისტემის ინსტალაცია მოხდება. მერიის წარმომადგენლებმა, უსადენო ინტერნეტის დასამონტაჯებლად, ადგილების შერჩევის პროცესში სტუდენტებს მონაწილეობის მიღება შესთავაზეს.
შეხვედრაზე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ია ანთაძემ „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძვნების“ შესახებ ისაუბრა.
პროექტი - „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“
გულისხმობს, საქართველოს ხუთ ქალაქში - გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში ათ-ათი სტუდენტის შერჩევას და მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა