შეხვედრა სტუდენტებთან

13 ოქტომბერი,2015

2015 წლის 13 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა პროექტის -,,არჩევნებიდან დემოკრატიულ სახელმწიფომდე“ - მენეჯერი ნიკა მარკოზაშვილი. პროექტი ხორციელდება USAID & IFES Georgia-ს მხარდაჭერით.. იგი გულისხმობს ორდღიან ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია; საარჩევნო სიების ფორმირება და მონიტორინგი; საარჩევნო კამპანიის წარმოების საფუძვლები და დაფინანსების წყაროები; კენჭისყრის პროცედურები და შედეგები; საარჩევნო დავა და მისი სპეციფიკა; არჩევნების ნაირსახეობები საქართველოში.
პროექტის ამოცანას წარმოადგენს, ახალგაზრდებში თვითშეგნების ამაღლება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებსა და სპეციფიკასთან დაკავშირებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა