შეხვედრა ტემპუსის პროექტის ტექნიკურ დირექტორთან

06 ნოემბერი,2015

2015 წლის 5 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა  ტემპუსის პროექტის (544191-Tempus-1-2013-1PT-JPCR) ტექნიკურ დირექტორთან, ქ-ნ ია მოსაშვილთან. პროექტი ითვალისწინებს გორის სახ. სასწ. უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სასერტიფიკატო პროგრამების დანერგვას სასტუმრო ინდუსტრიის განვითარე- ბის მიმართულებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც გამოვლინდა 2015 წლის 18-24 ოქტომბერს ქ. ჩანიაში ( საბერძნეთი) საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის წარმომადგენლების შეხვედრის პერიოდში პროექტის განვითარების ანალიზისა და შეფასებისათვის. კერძოდ: ერთობლივი და ორმაგი დიპლომის გაცემა; სასერტიფიკატო პროგრამების ამოქმედება გრენობლის უნივერსიტეტთან ერთად, რაც გათვალისწინებულია 2015 წლიდან.
ქ-მა ია მოსაშვილმა დაათვალიერა პროექტის ჩარჩოებში რესურს ცენტრის მდგომარეობა მოცემული პერიოდისათვის, იმიტირებული რესტორანისა და სასტუმროს მოწყობისათვის გამოყოფილი ფართი. ტექნიკურმა დირექტორმა აღნიშნა გორის უნივერსიტეტის მიერ წარმატებული აქტივობების მნიშვნელობა პროექტის სრულფასოვანი რეალიზაციისათვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა