შეხვედრა

28 მაისი,2015

2015 წლის 27 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულ გორის ,,დილას“ ფეხბურთელებს უმასპინძლა. შეხვედრაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ კლუბის წარმომადგენლები, გორის ,,დილას“ დირექტორი გიორგი ტუღუში, გუნდის მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი და სპორტული დირექტორი ვანო ხორგუაშვილი.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მიულოცა წარმატება ფეხბურთელებს და მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის. მისალოცი სიტყვით აგრეთვე გამოვიდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ბატონი ზურაბ რუსიშვილი, ქალაქის მერი ბატონი ზურაბ ჯირკველიშვილი, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ხორბალაძე და უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებმაც გუნდის განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრეს.
ღონისძიება გორის უნივერსიტეტის სამეურნეო სამსახურის უფროსის და წარსულში გორის „დილას“ კურატორის ბატონი გივი გაგნიძის ინიციატივით მოეწყო.
შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გორის ,,დილას“ დირექტორმა ბატონმა გიორგი ტუღუშმა მიმართა, რომელმაც მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საზეიმო დახვედრისთვის, რის შემდეგაც ფეხბურთელებმა და კლუბის წევრებმა ერთობლივი, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა