
შეხვედრა
18 სექტემბერი,201517 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის დირექტორი ჰუსეინ დემირი და თურქული ენის მასწავლებელი მეჰმედ სელიმ აიჰანი. სტუმრებს შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესახებ. დაისახა სამომავლო, კონკრეტული გეგმები.