შეხვედრა

08 აპრილი,2016

2016 წლის 8 აპრილს ნატოს კვირეულის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე ტედ ვაითსაიდი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ.
ტედ ვაითსაიდმა და უილიამ ლაჰიუმ შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ნატოს ახალ გამოწვევებზე, ნატოს მნიშვნელობაზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში და საქართველოს ევროინტეგრაციაზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. დასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს გორის უნივერსიტეტში განთავსებული ნატოს ოფისი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა