შეხვედრა

20 აპრილი,2016

20 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის, ქალბატონ მანანა მიჩიტაშვილის ინიციატვით  გაიმართა შეხვედრა ისტორიის მასწავლებელთა  საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტ ნანა ციხისთავსა და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ მანანა შეყილაძესთან,  რომელმაც დააარსა  არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლება და ახალი ტექნოლოგიები“. ორგანიზაციის მიზანია  თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და დანერგვა სკოლებში, ასევე მასწავლებელთა გადამზადება.
უნივერსიტეტში მოეწყო სასწავლო რესურსების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სასწავლო, ისტორიული რუკები საქართველოსა და მსოფლიო ისტორიისთვის. ასევე ნუმიზმატიკური ტაბულები, თემატური პლაკატები, კონტურული რუკები და დამხმარე ელექტრონული სახელმძღვანელოები. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი  მიესალმა სტუმრებს და მადლობა გადაუხადა საჩუქრად ჩამოტანილი წიგნებისთვის. გამოფენას ესწრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, რომელმაც ასევე ისაუბრა მსგავსი შეხვედრებისა და აქტივობების მნიშნვნელობაზე.
შეხვედრა ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის  სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები. გორის საჯარო სკოლის მასწავლებლები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა