შეხვედრა

20 სექტემბერი,2016

2016 წლის 19 სექტემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ამჟამად პოლონეთის პარლამენტის წევრი ბატონი ტომაშ მაკოვსკი. სტუმარმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც განთავსდება გორის უნივერსიტეტში არსებულ ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრში და სამომავლოდ გამოყენებულ იქნება გორის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ.
ბატონმა მაკოვსკიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გორის უნივერსიტეტისთვის პოლონური ენაზე სამეცნიერო ლიტერატურის გადაცემას არ ექნება ერთჯერადი სახე და რომ სამომავლოდ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის და პოლონეთის რესპუბლიკის, ქალაქ ოჟიშის გამგეობის თანამშრომლობის საფუძველზე იგეგმება ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრის საბიბლიოთეკო რესურსით გამდიდრება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა