შეხვედრა

27 აპრილი,2018

27 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და ევროპასთან ინტეგრაციის შესახებ იმსჯელეს. გორის უნივერსიტეტს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯიუნასი, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ესტუმრნენ და სტუდენტებთან გამართეს შეხვედრა. შეხვედრისას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრეს, სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა