
სტუდენტთა მეორე გაერთიანებული საუნივერსიტეტო კონფერენცია
20 ივნისი,201420 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა მეორე გაერთიანებულ კონფერენციაში სახელწოდებით “აკადემიური განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები 21-ე საუკუნეში“. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის, თავართქილაძის და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად კონფერენციაზე მოხსენებები გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც წარმოადგინეს.
კონფერეინციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტების რექტორებმა.
მუშაობა წარიმართა შემდეგი მიმართულებებით: ბიზნეს ადმინისტრირება, სამართალი, აგრარული მეცნიერებანი, სოციალური, მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებანი, ინჟინერია.
გორის უნივერსიტეტიდან მოხსენებები წაიკითხეს თამთა კაპანაძემ (ხელმძღვანელი, პროფესორი გიული გიგუაშვილი), ლალი მიჩიტაშვილმა (ხელმძღვანელი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი), სოსო მიქიამ (ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ბალახაშვილი), მერი გიგუაშვილმა (ხელმძღვანელი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი), ნათია ოქრუაშვილმა (ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ კობერიძე).
კონფერენციის დასასრულს გორის უნივერსიტეტის სტუდენტები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.