სტუდენტთა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

26 დეკემბერი,2024

2024 წლის 26 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და ინოვაციები“.
კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი. უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის და უსურვა წარმატებები.
მონაწილეებს მიესალმნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი დავით კვერნაძე, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 161 სტუდენტის მოხსენება შემდეგ სექციებში: ისტორია, ფილოლოგია, სოციალური მეცნიერებები და სამართალი, ბიზნესი, ეკონომიკა და ტურიზმი, განათლება და პედაგოგიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და ინფორმატიკა, სპორტი და სპორტის მენეჯმენტი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

კონკურსი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების...

20 ივლისი, 2026 სრულად ნახვა

კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა

მიმდინარე წლის 1 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში სტუდენტებისა და შიდა ქართლის...

01 ივლისი, 2026 სრულად ნახვა