სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

27 ივნისი,2023

2023 წლის 27 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის მონაწილეებსა და მსმენელებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ალექსიძემ, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ყაზიშვილმა.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 94 ავტორის/თანაავტორის 85 მოხსენება შემდეგ სექციებში: „განათლება“, „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათემატიკა“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სპორტი“, „ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება“, „ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებანი“, „სამართალი და საჯარო მმართველობა“, „ქართული ენა“, „ქართული ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია“.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა